09.თებერვალი.2016 10:22
ბიზნესი

ქართული ხურმა შვედეთსა და ფინეთში "მზიანეთის" ბრენდით მარტიდან გაიყიდება

ქართული ხურმა შვედეთსა და ფინეთში "მზიანეთის" ბრენდით მარტიდან გაიყიდება
კომპანია "მზიანეთი" დაახლოებით 22 ტონა ხურმის ექსპორტზე გატანას შვედეთსა და ფინეთში მარტში გეგმავს. კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ენუქიძე "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, რომ მოთხოვნა ხურმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე მიწოდება. როგორც ენუქიძე ამბობს, საქართველოში ხურმის რესურსი არასაკმარისია, ამიტომ კომპანია პროდუქციის ნაწილს აზერბაიჯანში ყიდულობს.
 
"აზერბაიჯანში ხურმას დაახლოებით 1,20 ლარად ვყიდულობთ, შეფუთვისა და ტრანსპორტირების ჩათვლით კი პროდუქტის საექსპორტო ქვეყანაში ჩატანა დაახლოებით 4 ევრო გვიჯდება. შვედეთსა და ფინეთში 1 კილოგრამ ხურმას დაახლოებით 6,50 ევროდ გავყიდით", - აცხადებს "მზიანეთის" ხელმძღვანელი.

კომპანია სასაწყობე მეურნეობას ლაგოდეხში ფლობს. მოთხოვნიდან გამომდინარე სამომავლოდ "მზიანეთი" საექსპორტო ქვეყნების დამატებასაც გეგმავს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



21.სექტემბერი.2018 10:00
89

თბილისის მერია ბიუ-ბიუს პასუხობს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 09:30
54

ბიუ-ბიუს ჯიხურების ბედი კვლავ გაურკვეველია

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 20:00
92

ქართული ჩაი "მანნა" ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში გავიდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 09:00
242

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 15:41
624

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 22:00
330

"სვი ჭაჭა მეტრობით" - ალკომეტრი საკუთარი ჭაჭის ჩამოსხმას იწყებს

ვრცლად