მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წარმოების მილები ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავა

58fd984377b6a
ნინო კვინტრაძე
24.04.17 10:15
2224
ქართული წარმოების მილები ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავა. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მილების საცდელ პარტიას ამერიკაში უახლოეს პერიოდში გააგზავნის. კომპანიაში "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები ბოლო ფაზაშია შესული.

კომპანიამ უკვე დაიწყო მილების ექსპორტი ევროკავშირში. კერძოდ, გასულ ზაფხულს ქართული წარმოების უნაკერო მილები პირველად გავიდა ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის და პოლონეთის ბაზრებზე.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წლის განმავლობაში ევროკავშირში 20 000 ტონა პროდუქციის გატანას გეგმავს, ამჯერად ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა დაახლოებით 6000 ტონაა.

"ევროპაში ძირითადად მექანიკური მილები გადის, რომელიც მანქანათმშენებლობაში გამოიყენება, არის ზოგადი დანიშნულების მილები, რომელიც მშენებლობებში გამოიყენება, მოტხოვნაა, ნავთობისა და გაზის მილებზეც, რომელიც წყალმომარაგებაშიც გამოიყენება. ასევე აზერბაიჯანის და ყაზახეთის ბაზარზე ნავთობისა და გაზის მილები გადის", - განმარტავენ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. ამასთან კომპანიაში ამბობენ, რომ ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად მათ არანაირი შეფერხება არ ჰქონიათ და ქართული პროდუქციის ფასი ადგილობრივთან კონკურენტუნარიანია.