მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული უნივერსიტეტი Financial Times-ის რეიტინგში

59ed864b68505
BM.GE
23.10.17 10:01
2106
Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2017 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა (GEM) და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ერთობლივი MBA პროგრამა მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის 54-ე ადგილს იკავებს. სხვა ქართული უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული არცერთი პროგრამა, სამწუხაროდ, Financial Time-ის რეიტინგში არ ხვდება.

შარშანდელთან შედარებით კავკასიის ბიზნესის სკოლის ამ პროგრამამ, Financial Times-ის რეიტინგში 13 ადგილით წინ გადაინაცვლა.

გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) თბილისის კამპუსი, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე ურთიერთანამშრომლობის კონტრაქტით 2005 წელს დაარსდა. უკვე 12 წელია კავკასიის ბიზნესის სკოლა ორმაგი ხარისხის MBA პროგრამას ახორციელებს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტს გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ენიჭება.

კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორის პაატა ბრეკაშვილის განცხადებით, 2018 წლიდან იგეგმება, სტუდენტების მიღება ერთობლივი ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამაზე საერთაშორისო მენეჯმენტში (ბიზნესში).