მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ტრადიციული კერძები ექსპორტზე გავიდა

5b9cdd796a064
მაია ბიწაძე
16.09.18 11:00
4222
ქართული ტრადიციული კერძები კახური ფლავი, იმერული ყალია, ნიგვზიანი ხარჩო მეგრულად, ასვე ქათმის ჩახოხბილი უკრანაში და ბალორუსში გაიყიდება. კერძებს დაკონსერვებული სახით ,,სადილის“ ბრენდით, კომპანია ,,ჯეონატურალსი“ კახეთში, კერძოდ დედოფლისწყაროში , სოფელ გამარჯვებაში ახლადგახსნილ საწარმოში ამზადებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ზურაბ ბაღდავაძემ Bm.ge-ს განუცხადა, ქართულ კერძებზე ამ ქვეყნებში დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად კომპანია წარმოებული პროდუქციის 50%-ს სავარაუდოდ ექსპორტზე გაყიდის. სამომავლოდ კი საექსპორტო გეოგრაფია კიდევ გაფართოვდება.

როგორც ზურაბ ბაღავაძე განმარტავს, ,,ჯეონატურალსი“ წელიწადში 250-300 ტონა კონსერვის წარმოებას გეგმავს, რომელიც სრულად ქართული ნედლეულით იქნება დამზადებული. კომპანია ხორცს ადგილობრივ ბაზარზე შეიძენს. კონსერვები 400 გრამიანი შეფუთვით იწარმოება და მისი შენახვის ვადა 24 თვეა. ამჟამად ,,სადილის“ ბრენდით ოთხი სახეობის კონსერვს აწარმოებენ, სამომავლოდ კი ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავენ. კონსერვები საქონლის, ღორის, ცხვრის და ქათმის ხორცისგან მომზადდება.

შპს „ჯეონატურალსი“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. საწარმოში, ჯამურად, 380,660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 190,300 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 152,300 დოლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია. კომპანია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 22 000 -ის მფლობელია.