მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული თაფლის 18 ნიმუშიდან დარღვევა 3-ში აღმოჩნდა

596c929427b0e
BM.GE
17.07.17 13:43
1177
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული თაფლის 18 ნიმუშიდან დარღვევა 3 ნიმუშში აღმოჩნდა. უწყების ცნობით, წლიდან წლამდე იკლებს ქართულ თაფლში დარღვევები.

„ევროდირექტივების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლიდან დღემდე გამოკვლეულია თაფლის 369 ნიმუში, მათ შორის დარვევა გამოვლინდა 82 ნიმუშში (22%). 2016 წელს თაფლის საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების აქტუალურობის გათვალისწინებით, დამატებით განხორციელდა 18 ნიმუშის აღება ლაბორატორიული კვლევისთვის. დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 3 ნიმუშში”,- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სურსათის ერონვული სააგენტო ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულებას აგრძელებს.

"ევროდირექტივების მიხედვით, თაფლში გარკვეული ნივთიერებებისა და ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენის კვლევა მიმდინარეობს ეროვნული გეგმის შესაბამისად.

უცხოეთის ლაბორატორიაში ჩატარებული შემოწმება ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად იკლო დარღვევების რაოდენობამ. 2013 წლიდან დღემდე გაწეული მუშაობის შედეგად, ევროკომისიამ აღიარა საქართველოს მიერ წარმოდგენილი მონიტორინგის გეგმა და საქართველო შეტანილი იქნა იმ ქვეყნების ჩამონათვალში (The Annex to Commission Decision 2011/163/EU), რომელთაც უფლება აქვთ განახორციელონ თაფლის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში",- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.