04.სექტემბერი.2018 20:00
ეკონომიკა

ქართული სტარტაპი, რომელიც უკვე ევროპის 4 ქვეყანაში მუშაობს - WiFisher

ქართული სტარტაპი, რომელიც უკვე ევროპის 4 ქვეყანაში მუშაობს - WiFisher
ქართული კომპანია WiFisher ლიტვისა და ლატვიის შემდეგ უკვე შვედეთისა და სლოვაკეთის ბაზარზეც შევიდა. კომპანიამ გაზაფხულზე დააანონსა, რომ წლის ბოლომდე ჯამში ევროკავშირის 5 წევრი ქვეყნის ბაზარზე შესვლას გეგმავს.

WiFisher 2015 წელს დაარსებული ქართული სტარტაპ კომპანიაა, რომელიც კომპანიებს ახალ სარეკლამო არხს სთავაზობს. WiFisher კომპანიებს WiFi-ს მიწოდებისას საკუთარი რეკლამის განთავსების საშუალებას აძლევს. სწორედ მათ დააყენეს საქართველოში სამარშრუტო ტაქსებში უფასო WiFi, რომელიც საპილოტე პროექტის სახით განხორციელდა.

გასულ წელს WiFisher-მა ამერიკელი ინვესტორებისგან ნახევარი მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო. ქართული სტარტაპის ამ წარმატების შესახებ 2017 წლის დეკემბერში ყოფილმა პრემიერმინისტრამა გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა. კომპანია ასევე ოპერირებს სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. 2019 წლის ბოლომდე WiFisher 10 ახალი ქვეყნის ბაზარზე შესვლას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, მომავალი წლისთვის ევროპას გასცდებიან და სხვა ქვეყნებში შესვლასაც გეგმავენ.
ავტორი: თეო ივაშჩენკო



16.ნოემბერი.2018 19:20
431

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
117

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
98

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
176

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:26
126

ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:10
155

"სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა არის"

ვრცლად