მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი ბელორუსიაში 300 სტარტაპიდან საუკეთესო სამეულში მოხვდა

5b069b2500eba
ანუკა ჯოხაძე
24.05.18 15:00
895
ქართული სტარტაპი "ფაფუ" ბელორუსიაში 300 სტარტაპიდან საუკეთესო 3 სტარტაპში მოხვდა. "ფაფუმ" 3-თვიანი აქსელერაცია და $15 000-ის მოგება მოახერხა- ამის შესახებ იდეის ავტორებმა ელენე ბერიძემ და მედეა ტლაშიძემ გადაცემა "ქალების ნარატივში" სტუმრობისას განაცხადეს.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთ აქსელერატორთან, რომელმაც სტარტაპერებს პროდუქტის მინსკში დატესტვა შესთავაზა. ახალგაზრდა ბიზნესმენების განმარტებით, მსგავსი იდეა მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია აპრობირებული, თუმცა, ქართული იდეა მათგან განსხვავებული მახასითებლებით გამოირჩევა. ქართული სტარტაპით დაინტერესება მანამდეც იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, პოლონეთიდან. გასული წლის თებერვალში სენსორული ნაგვის ურნების სტარტაპი “ფაფუ” პოლონეთის სამიტზე 150 განაცხადს შორის აარჩიეს.

"ფაფუ არის დივაისი, რომელიც მონტაჟდება ნაგვის ურნაზე და განსაზღვრავს სამ დონეს და შემდეგ სიგნალის საშუალებით ატყობინებს კონკრეტულ ობიექტს, არის თუ არა ნაგვის ურნა სავსე და სად უნდა მივიდეს ნაგავმზიდი ურნის დასაცლელად. პირველ რიგში ოპტიმიზაციას აკეთებს და აღარ მოუწევს ნაგავმზიდს სათითაოდ ყველა ურნის შემოწმება-  სავსეა თუ არა”-აცხადებს ელენე ბერიძე