მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული "სოფლის ნობათი" ამერიკული PepsiCo-ს საკუთრებაა

5c47442f7bc9c
BM.GE
23.01.19 11:16
9263
ამერიკული Pepsico მსოფლიო კვების მრეწველობის გიგანტია. ის გამაგრილებელი სამსელების ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ ყოფნის პარალელურად ფლობს კომპანიების ვრცელ ჩამონათვალს, რომლებიც რძისა და საკონდიტრო ნაწარმს, ასევე მზა საკვებს აწარმოებენ.

Pepsico-ს მთავარი აქტივი საქართველოში გამაგრილებელი სასმელების წარმოებასთან ერთად რძის ნაწარმის ბიზნესია. ამ მხრივ, Pepsico-ს საქართველოში ეკუთვნის რძის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც “სოფლის ნობათის” ბრენდით აწარმოებს კეფირს, იოგურტებს, არაჟანსა და სხვა პროდუქტებს.

საქართველოში “სოფლის ნობათის” ბიზნესი რუსული კომპანია "ვიმ ბილ დანის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ, 2010 წლიდან ამერიკული Pepsico-ს საკუთრებას წარმოადგენს. კომპანიის იურიდიული სახელია “ვიმ ბილ დან საქართველო”.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2017 წელს 72.9 მილიონი ლარი იყო. წლის განმავლობაში ხარჯებმა შემოსავალს გადააჭარბა, რის გამოც კომპანია 600,000 ლარის ზარალზე გავიდა.