მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სკოლებში ბიზნესის უნარ-ჩვევების სწავლება იწყება

5644835fc7e04
საქმიანი დილა
12.11.15 15:58
3284
USAID-ის დაფინანსებით, საქართველოს დაწყებითი კლასის მოსწავლეები ბიზნესის უნარ-ჩვევებს შეისწავლიან. პირველ ეტაპზე, სიახლის შეტანა ოცდაცხრამეტ საპილოტე სკოლაში მოხდება. აღნიშნული სკოლის მასწავლებლების ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. პროექტზე საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო და და "Junior Achievement Georgia" მუშაობდნენ.

პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკა ჩაჩხიანი აღნიშნავს, რომ ბიზნესის უნარ-ჩვევების სწავლება სკოლებში ნოემბრის ბოლოდან დაიწყება. სწავლება ძირითადად მათემატიკის და ბიზნესის უნარ-ჩვევებს მოიცავს.
 
“პროექტი USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება და კომპონენტები არის კითხვის და მათემატიკს უნარების გაუმჯობესება და ამა წლის თებერვალში დაემატა ბიზნესის უნარ-ჩვევები. მოდულები შედგება 5-6 გაკვეთილისგან მთელი წლის განმავლობაში. გაკვეთილები დაახლოებით 45 წუთიანია და პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით თავად დამრიგებელი ატარებს ამ გაკვეთილებს. სამინმისტროსთან შეთანხმებით ეს ჩაჯდება დამრიგებლის საათში. დიდია ინტერესი მასწავლებლების მხრიდანაც", - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანლის მოადგილე, ნიკა ჩაჩხიანი.

"Junior Achievement Georgia"-ის დირექტორის, ეკა გეგეშიძის თქმით, აღნიშნული უნარები ინტეგრირებულია და გადაჯაჭვულია კითხვასა და მათემატიკასთან. წიგნები მათ მიერ ადაპტირებული და ასაკზე მორგებულია. 

"''Junior Achievement"-ი მსოფლიოს 123 ქვეყენაში მუშაობს და დაარსების დღიდან მოყოლებული, მთელს მსოფლიოში ოპერირებს სხვადასხვა პროგრამებით და ეს კარგად გამოსდის კიდეც. მისი პროგრამები იმ უნიკალურობით გამოირჩევა, რომ არის ფაქტობრივად კეთებით სწავლების მეთოდებზე დაფუძნებული. მისი პროგრამების შემუშავებას უძღვებიან ცნობილი პედაგოგები და მეცნიერები, რომლებსაც შესწავლილი აქვთ  ეს ასაკობრივი ჭრილი და ამის საფუძველზე აკეთებენ თითოეულ სავარჯშოს და დავალებას. ჩვენ შვიდი სხვადასხვა პროგრამა გავაკეთეთ ქართულად. ამ შვიდი პროგრამის შემუშავებისთვის ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში “Junior Achievement’’-მა 17 მილიონი დახარჯა და ეს პროგრამები ამერიკაში და ევროპის წამყვან ქვეყნებშიც ხორციელდება ,-განმარტა ‘’Junior Achievement Georgia’’-ს დირექტორმა ეკა გეგეშიძემ.

ეკა გეგეშიძემ გადაცემა “საქმიან დილაში’’ აღნიშნა, რომ პროექტზე მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

"მთავარი აქ ის გახლავთ, რომ ჩვენ ის ქართულად უბრალოდ კი არ გადავთარგმნეთ, არამედ ამაზე მუშაობდა მთელი ექსპერტთა ჯგუფი. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო. სანამ პროექტი დაიწყებოდა, ორი წელი ვმუშაობდით პროექტის დაწერაზე და ბოლო რვა თვეის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ.’’

"პროგრამის პრეზენტაციას ჩვენ ვურიგებთ კერძო სექტორის კომპანიებს. როცა მათ ვესუბრებით, თითქმის ყველა თანახმაა თანამშრომლობაზე, მათ შორის უკვე ჩართულია ბევრი კომპანია: Microsoft-ი, TBC Leasing-ი, "კრისტალი", სასტუმრო "ბეტსი'' და სხვები. ამ პრეზენტაციის კრებულს ვურიგებთ, იმიტომ რომ აქაა ინფორმაცია პროექტის შესახებ, არის პრომო ვიდეო, რომელიც მაყურებელს შეუძლია ნახოს ბიზნესის უნარ-ჩვევების facebook-გვერდზე, სადაც ინფორმაციას გაეცნობიან", - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკა ჩაჩხიანმა.