13.სექტემბერი.2017 16:04
საზოგადოება

ქართული რთველი საფრანგეთში

ქართული რთველი საფრანგეთში
საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, ანტიბაში ქართველმა მეღვინემ და ბიზნესმენმა ილია კახოიძემ, წარმოშობით კორსიკელ ჟერარ ჟერმანთან ერთად, ნახევარ ჰექტარზე ქართული ჯიშის ვაზი - მუჯურეთული და კახური მწვანე გააშენა.

„საქართველოდან ჩამოვიტანეთ ქვევრები, საწნახელი და ყველა ტრადიციული ატრიბუტი, რომელსაც ქართველი მევენახეები და მეღვინეები ვიყენებთ. აქვე გაკეთდა მარანი. აქ მოსვლა ყველას შეუძლია, რადგან აქაურობას სადემონსტრაციო დატვირთვაც აქვს“, - აცხადებს ილია კახოიძე.

ანტიბაში წელს გამართულ ქართულ რთველში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ მიიღო. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია მისი საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის. საფრანგეთი ამ მხრივ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საერთაშორისო მნიშვნელობის პრაქტიკულად ყველა პრესტიჟულ გამოფენაში იღებენ მონაწილეობას, რაც ქართული ღვინის მსოფლიო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ღვინის ისეთი ფორმით პრომოუშენს, როგორსაც ანტიბაში ქართველი და ფრანგი მეღვინეები ერთობლივად ახორციელებენ, სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს. ქართული მევენახეობა-მეღვინეობა უძველესი კულტურა აქ მთელი სიცხადით არის მოწოდებული“, - აცხადებს გიორგი ჩხეიძე.

როგორც ილია კახოიძე აღნიშნავს, ქართული ღვინის საფრანგეთის ბაზარზე დამკვიდრებისთვის ხშირად მართავენ შეხვედრებს რესტორნების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, სადაც საუბარია ქართულ ღვინოზე, მისი მომხმარებლისთვის შეთავაზების წესზე, რადგან მათთვის ქვევრში დაყენებული თეთრი ღვინო უცხოა და ის მიწოდებული უნდა იყოს როგორც ქართული ქარვისფერი.
25.ნოემბერი.2017 02:02
135

შსს-ს მიერ განახლებული ინფორმაციით, ბათუმში ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი

ვრცლად
25.ნოემბერი.2017 00:12
207

შსს: გარდაცვლილია 12 ადამიანი

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 23:11
688

სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 23:11
597

"ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარზე შსს განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 19:07
54

GPI-მ 9 თვეში 3,2 მლნ ლარის მოგება მიიღო

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 18:06
106

პოსტსაბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო ვაჭრობის დინამიკა

ვრცლად