09.თებერვალი.2019 23:00
საზოგადოება

ქართული პრემიუმ კლასის ჩაი ,,კონა“ საფრანგეთსა და გერმანიაში გაიყიდება

ქართული პრემიუმ კლასის ჩაი ,,კონა“ საფრანგეთსა და გერმანიაში გაიყიდება
პრემიუმ კლასის ჩაის მწარმოებელი კომპანია ,,კონა“ ევროპის ორ ბაზარზე - საფრანგეთში და გერმანიაში შევიდა. ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნატალია ფარცხალაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, საფრანგეთში კომპანიის ორი დასახელების პროდუქტი: მწვანე და შავი ჩაი იყიდება, ხოლო გერმანიაში ექსპორტზე ,,კონას“ ექვსი დასახელების პროდუქტი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ,,კონას“ ნაწარმი უკვე იყიდებოდა ევროპის ორ ქვეყანაში, კერძოდ ჰოლანდიაში და ლატვიაში.

როგორც ნატალია ფარცხალაძე აცხადებს, კომპანია ,,კონა“ ადგილობრივ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა და მისი რეალიზაცია ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია წარმოების გასამმაგებას გეგმავს. ,,კონა“ ამჟამად 12-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, გაზაფხულიდან კი მომხმარებელს ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით კიდევ ერთ ახალ პროდუქტს შესთავაზებს, ეს იქნება ექსკლუზიური, სხვადასხვა სახეობის ჩაი, რომელიც კოტონის ხელნაკეთ ერთჯერად ქისებში განთავსდება.

,, ჩვენ მარტის თვეში გამოვუშვებთ ახალ პროდუქტს, რომელიც სპეციალურად ქალებისთვის სასაჩუქრედ იქნება განკუთვნილი, ახალ წელს ბაზარს უკვე შევთავაზეთ სასაჩუქრე ხასიათის ახალი პროდუქტები, ეს იყო სხვადასხვა ხილის ჩაი. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ბალახეულ ჩაიზე, რომელსაც ძირითადად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგროვებული ბალახებით ვამზადებთ. ის, რაც საქართველოში არ მოიპოვება იმპორტით შემოგვაქვს“ - განაცხადა ნატალია ფარცხალაძემ.

კომპანია წლის ბოლომდე თბილისში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამჟამად ,,კონას“ 12 ზე მეტი დასახელების პროდუქტი კომპანია ,,ბადაგის“ მაღაზიათა ქსელში და ,,ჩაიმანიაში“ იყიდება. პროდუქციას კომპანია ონლაინ პლატფორმის საშუალებითაც ყიდის. 50 გრამიანი შეფუთვით ჩაის საშუალო ფასი 12 ლარია.
ავტორი: მაია ბიწაძე



19.თებერვალი.2019 14:20
138

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:21
207

"2019 წელს მეთხილეებისთვის კომპლესური პროგრამები დაიწყება"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:20
863

ხაზარაძე: „ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან“

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:04
62

„ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 11:45
293

საქართველოს 237.5 ათასი მოქალაქე უმუშევარია

ვრცლად
19.თებერვალი.2019 11:30
308

„ხალხის ჯიბიდან ფული ამოიღეს და ფულს ფული როგორ მოაგებინონ , არ იციან“

ვრცლად