მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული მაყვლის საექსპორტო წარმატება

59bfcce0f02b1
სალომე მეცხვარიშვილი
20.09.17 10:25
3741
ქართული მაყვლის ექსპორტზე გატანა მცირე რაოდენობების გამო ვერ ხერხდება, - ამის შესახებ "საქმის კურსს" "მაყვლის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა იზოლდა ქიტესაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად მცირე რაოდენობებისა, საქართველოში მოყვანილ მაყვალზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. იზოლდა ქიტესაშვილის ინფორმაციით, ქუთასში მოყვანილი მაყვალი ერთ-ერმა მწარმოებელმა სატესტოდ კატარში გაიტანა. ქიტესაშვილის ინფორმაციით, საუბარია, დაახლოებით 30-40 კილოგრამზე. მისი თქმით, პროდუქციამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა, მცირე რაოდენობების გამო მუდმივი მიწოდება ვერ ხორციელდება.

იზოლდა ქიტესაშვილი განმარტავს, რომ ასოციაციის მიზანი რაც შეიძლება მეტი წევრის მიზიდვაა, იმისთვის, რომ პროდუქცია რამდენიმე მწარმოებელმა გააერთიანოს და მუდმივი მიწოდება დაიწყოს.

ამ ეტაპზე მაყვლის მწარმოებლები მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მუშაობენ. ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამუშაოების გააქტიურებას ოქტომბერში გეგმავენ, როდესაც ორგანიზაციას 100-მდე მწარმოებელი შემოურთდება.

იზოლდა ქიტესაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ახალი ჯიშის მაყვალს გააშენებენ, რომელიც დაავადებების მიმართ უფრო მდგრადი და უფრო პროდუქტიულია.

მაყვლის მწარმოებელთა ასოციაცია აპირებს სპეციალური ვებ-გვერდის შექმნასაც, სადაც ფერმერებისთვის პროდუქტიული რეკომენდაციები განთავსდება.