18.მარტი.2016 12:23
ბიზნესი

ქართული მატყლი ექსპორტზე ევროკავშირში გავა

ქართული მატყლი ექსპორტზე ევროკავშირში გავა
პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან გავა მატყლი იქნება. ე.წ. მესამე ქვეყნების იმ სიას, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლის შეტანა შეიძლება, საქართველოც დაემატა. ევროკავშირმა ამ ეტაპზე მატყლის მწარმოებელი ორი ქვეყანა აღიარა შპს “ქართული მატყლის კომპანია" და შპს "ჯორჯიან ვულ". ევროკავშირში გაურეცხავი მატყლის გატანა მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეუძლია.
 
სავარაუდოდ მაისის დასაწყისში ქართული წარმოების მატყლი ევროკავშირის ბაზარზე გავა. თემის დეტალებით, "საქმიან დილასთან" სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე საუბრობს.

- სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რა სამუშაო ჩაატარა და რა მოლოდინი გაქვთ?

- უპირველესად, აღვნიშნავ, რომ როდესაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, მან ჩვენი მეწარმეებისთვის დიდი შესაძლებლობები გახსნა. მაგრამ ამ შეთანხმებას გარკვეული ვალდებულებების შესრულება ახლავს თან, რომლის გარეშეც გარკვეული ტიპის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე შეუძლებელია. განსაკუთრებით ეს ცხოველური ტიპის წარმოშობის პროდუქტებს ეხება, რომლის რეგულირებაც ევროკავშირში სიმკაცრით გამოირჩევა. ამიტომ ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართული, რომ ყველა ეს მოთხოვნა შეგვესრულებინა, რაც ევროკავშირში ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტთან არის დაკავშირებული.

- რა სახის შემოწმება უნდა გაიაროს პროდუქტმა სანამ იქ მოხვდება და რა რაოდენობის მატყლი უნდა გავიტანოთ?

- პოტენციალი ძალიან დიდია, თუმცა აქამდე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც გასაღების ბაზარი ფერმერებისთვის რთულად მოსაძებნი იყო, რადგან ბოლო წლებში აღნიშნული მიმართულება სამწუხაროდ, განვითარებული არ იყო და ისეთი შემთხვევებიც იყო, რომ მატყლს ყრიდნენ კიდეც. ისიც კი პრობლემა იყო, თუ სად დაბინავდებოდა მატყლი. ახალმა შესაძლებლობებმა და იმან, რომ საქართველო მესამე ქვეყნების სიაში მოხვდა, ჩვენი მეწარმეებისთვის ეს შესაძლებლობები გააჩინა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი აქტივობა გაჩნდება. მნიშვნელოვანია მატყლის აღიარება და მისი ექსპორტის შესაძლებლობა ევროკავშირში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არა მარტო კომპანიის აღიარება მოხდა, არამედ ქვეყნის ვეტერინალური სამსახურების ეფექტური მუშაობის. ჩვენ ეს იმის იმედს გვაძლევს, რომ სხვა პროდუქტებთან მიმართებაში ანალოგიური მიდგომა იქნება.



16.თებერვალი.2019 11:20
1398

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
100

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
1787

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
104

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
832

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
795

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად