მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იყიდა/გაყიდა საქართველომ 4 თვეში - ვაჭრობის მიმოხილვა

BM.GE
19.05.21 15:33
540
19.6%-იანი ზრდა ექსპორტში და 10.1%-იანი ზრდა იმპორტში - საქსტატმა საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ ექსპორტისგან მილიარდ 199 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო იმპორტისთვის ქვეყნიდან 2 მლრდ 730 მლნ დოლარი გავიდა. ჯამში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მლრდ 929 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს თუ დავაჯგუფებთ, ვნახავთ, რომ როგორც იმპორტში, ისე ექსპორტში ლიდერი არის დსთ-ის ქვეყნები. კერძოდ, უშუალოდ ექსპორტში დსთ-ის წილი 44.5%-ია, ხოლო ევროკავშირის წილი კი - 17.7%.