მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიების აქციების ფასი დაეცა

599184f06b79d
BM.GE
14.08.17 17:18
1482
საინვესტიო კომპანია გალტ&თაგარტის ინფორმაციით, ქართული კომპანიების აქციების ფასი გასულ კვირას დაეცა. ყველაზე მეტად ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციები გაიაფდა.

BGEO ჯგუფის აქციები დაიხურა 33.92 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში, რაც 6.17%-ით ნაკლებია წინა კვირასთან შედარებით და -3.77% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 252 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.76 – 36.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 2.13%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 1.91%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.64% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 15.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-8.72% წინა კვირასთან შედარებით და -6.64% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 104 ათასს გადააჭარბა, GBP 15.45 – 17.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 31 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-3.46% წინა კვირასთან შედარებით და -5.48% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 147 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.32 – 3.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 17 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.11% შეადგინა