მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ინოვაციური თამაში - Warlock VR, პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა

56ab0b0cb3d3b
BM.GE
29.01.16 10:45
1822
GameLab Iliauni -ში შექმნილი ქართული ინოვაციური თამაში – Warlock VR, თამაშების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის Leap Motion 3D Jam 2.0-ის გამარჯვებულთა შორისაა. ილიას უნივერსიტეტის ცნობით, კონკურსზე მსოფლიოს მასშტაბით 200 თამაში წარადგინეს. მათგან საუკეთესო 11 გამოვლინდა, ხოლო ქართული თამაში მეორე ადგილზეა.
 
"Warlock VR პირველი ქართული VR ჟანრის თამაშია, რომელშიც საშუალება გაქვთ გახდეთ ჯადოქარი. იგი ჯერჯერობით ბეტა რეჟიმშია,ანუ თამაშის დასრულებული ვერსია არ ასებობს. ამ თამაშის შემქმნელი, დღესდღეისობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეველოპერთა გუნდი - StormBringer Studio-ა. აღნიშნული თამაში დამზადდა GameLab Iliauni-ში, რომელიც საქართველოში პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი გეიმლაბია", - განმარტავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.