მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინო მსოფლიოს 10 საუკეთესო ღვინოს შორის დასახელდა

5904e49fc29a2
BM.GE
30.04.17 11:00
5210
ქართული ღვინო მსოფლიოს 10 საუკეთესო ღვინოს შორის მოხვდა, რომლის ფასიც 40 დოლარზე ნაკლებია. რეიტინგს გავლენიანი გამოცემა esquire აქვეყნებს და მასში მოხვდა 2013 წლის ხოხბის ცრემლები თავკერი. მისი ფასი 22 დოლარია.

"წითელი, კაშკაშა ღვინო, დამზადებილია თიხის ჭურჭელში, რომელიც მიწის ქვეშ არის დაცული", - ვკითხულობთ ქართული ღვინის აღწერაში.

ქართულის გარდა, რეიტინგში მოხვდა ავსტრიული, ავსტრალიური, იტალიური, ფრანგული და ესპანური ღვინოები.