29.თებერვალი.2016 16:55
ბიზნესი

ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში, The Wine Society-ს ქსელში გაიყიდება

ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში, The Wine Society-ს ქსელში გაიყიდება
ქართული ღვინო დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გამოჩნდება. კომპანია "შუხმან ვაინს ჯორჯიამ" საკუთარი პროდუქცია ბრიტანეთში უკვე გააგზავნა, - 2014 წლის წითელი, მშრალი ქვევრის "საფერავი" და ევროპულად დაყენებული თეთრი მშრალი "მწვანე" The Wine Society-ს ქსელებში გაიყიდება. როგორც კომპანიის გაყიდვების აღმასრულებელი დირექტორი, ეკატერინე ჯავახია "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, გასულ წელს "ასოციაცია ქართული ღვინო"-ს მოწვევით საქართველოში The Wine Society-ის შესყიდვების დირექტორი იმყოფებოდა რომელმაც რამდენიმე ქარხნის ღვინო დააგემოვნა და არჩევანი "შუხმანის" ღვინოებზე გაკეთა. ჯავახიას თქმით, კომპანებს შორის ხელშეკრულება მალევე გაფორმდა და 2 თებერვალს პირველი პარტია დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა.
 
ჯავახია აღნიშნავს, რომ The Wine Society 1874 - დიდ ბრიტანეთში ერთ ერთი გავლენიანიანი ღვინის საზოგადოებაა, რომელიც თავის მომხმარებელს მსოფლიო საკუთესო ღვინოებს სთავაზობს.

"The Wine Society 1874 -ის პროდუქციის შესყიდვებს ცნობილი ღვინის ექსპერტები, სომელიები და ენოლოგები აწარმოებენ, რომლებიც წელიწადში 300 დღეს მოგზაურობაში ატარებენ, რომ საუკეთესო, უნიკალური ტექნოლოგიებით დამზადებული და ახალი ტიპის ღვინეობი მოიძიონ და ამით მათივე მომხმარებელი დააინტერესონ, რომლებიც არა მხოლოდ მოყვარულის დონეზე, არამედ საკმაოდ სიღრმისეულად ერკვევიან ამ პროდუქციაში. სწორედ ამით არის გამორჩეული და საინტერესო The Wine Society 1874 და ჩვენთვის დიდი პატივია მათი მომწოდებლების სიაში ყოფნა", - ამბობს ეკატერინე ჯავახია.



20.სექტემბერი.2018 20:00
73

ქართული ჩაი "მანნა" ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში გავიდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 09:00
232

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 15:41
614

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 22:00
324

"სვი ჭაჭა მეტრობით" - ალკომეტრი საკუთარი ჭაჭის ჩამოსხმას იწყებს

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 14:00
1487

ქართული რეცეპტებებით დამზადებული სადილები სავაჭრო ქსელში გაიყიდება

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 11:00
1844

ქართული ტრადიციული კერძები ექსპორტზე გავიდა

ვრცლად