მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ევროობლიგაციების მიმოხილვა

5b55bd2419255
BM.GE
23.07.18 15:32
649
კორპორატიული ევროობლიგაციები: საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (GEBGG) დაიხურა 6.0%-იანი შემოსავლიანობით, ფასით - 99.8 (+0.01% წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაცია GEBGG 06/20-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 100.5 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 10.7%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციები GEOCAP 03/24-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 94.5 (+0.2% წინა კვირასთან შედარებით), 7.4%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები GEOROG 04/21-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 101.9 (+0.3% წინა კვირასთან შედარებით), 6.0%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 106.0 ფასად (+0.01% წინა კვირასთან შედარებით), 6.0%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით - 106.7 (-0.1% წინა კვირასთან შედარებით), 4.2%-იანი შემოსავლიანობით.
G&T