27.აპრილი.2016 21:00
ეკონომიკა

ქართული დელეგაცია ამერიკის საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

ქართული დელეგაცია ამერიკის საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან და პოტენციურ ინვესტორებთან გამართა.
 
გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების შესახებ ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმები მიმართულია კიდევ უფრო მიმზიდველი სამეწარმეო გარემოს ჩამოყალიბებისკენ, რაც უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის ყველა დარგში სამეწარმეო აქტივობის ზრდისა და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს.

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ითქვა, რომ რეგიონში კრიზისის მიუხედავად, საქართველომ აჩვენა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ტემპები. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში გაიზარდა 80 პროცენტზე მეტით და შეადგინა 1,83 მილიარდი აშშ დოლარი.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის დივერსიფიცირებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას და დღეს საქართველოში ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემოა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონულ როლს და მის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას. მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი მდებარეობა, რაც შესაძლებლობას აძლევს მას დამატებითი სარგებელი ნახოს და თავისი როლი გაზარდოს სატარანზიტო დერეფნის კუთხით. საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის წევრ ქვეყანებთან, მეზობელ ქვეყნებთან და წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა წარუდგინა, რომელიც საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას, გადასახადების ადმინისტრირების მეთოდების ძირეულ ცვლილებებს, განათლების სისტემის რეფორმას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგიასა და ღია, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველომ დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა. მანვე ხაზი გაუსვა მომდევნო 25 წლის განმავლობაში ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრემიერმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

ჩიკაგოში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები, რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.



18.სექტემბერი.2018 18:00
8

ვიცემერი მიწისქვეშა პარკინგზე: საჭიროა, უფრო მეტი თანამშრომლობა კერძო სექტორთან

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 15:35
60

აუდიტის განათლების სამინისტროსაგან თანამშრომელთა ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრას მოითხოვს

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 15:00
178

"სვეტს", შესაძლოა, სამშენებლო ნებართვები ისევ გაუუქმდეს

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 14:25
520

ბახტაძის მთავრობამ ეკლესიას 68,346 კვ.მ. სათიბი მიწა აჩუქა

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 14:02
42

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 13:49
344

ქეთი ალექსიძე თანამდებობიდან გადადგა

ვრცლად