მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა"

5c6971a3e23b3
BM.GE
17.02.19 18:36
1822

“ქართული ხალხური ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას მეღვინე ქალთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა ჭეიშვილი ავრცელებს, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს.

“ამ პროექტზე, საფრანგეთის ქართულ დიასპორასთან თანამშრომლობით, დიდი ხნის მანძლზე მუშაობდა ასოციაცია île du Monde. დიდი მადლობა ყველას ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. გმადლობთ ქართველთა კულტურის კერა ლაზი”,- ნათქვამია “ფეისბუკ” პოსტში.

ანა ჭეიშვილი ასევე ავრცელებს ბმულს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა, რათა ეს პროექტი საფრანგეთის კულტურის სამინისტროსთან წარედგინათ.

https://www.youtube.com/watch?v=cfRF9QkWca8&fbclid=IwAR2HJ-Kj-ygcOiDvrKSZ4dlUvZVuNYEraBxj2g9MpKKX3e3qLdiSdL_MSiM