მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ასანთის ნაცვლად სამეგრელოში დაფნის წარმოება იგეგმება

589793c472ed4
კესო კაციტაძე
06.02.17 10:30
3708
ბიზნესმენი თამაზ ბასილაიას განცხადებით რამდენიმე თვეში, სამეგრელოში დაიწყება ქართული დაფნის წარმოება, რომელიც მხოლოდ ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
2016 წლის თებერვალში ქართული ასანთის წარმოებისთვის ბიზნესმენ ემზარ ბასილაიას ბანკმა სესხი არ მისცა, რადგან ბანკი ასანთის წარმოებას წამგებიან ბიზნესად მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ ყოველწლიურად ასანთის მოხმარება 20%-ით მცირდება.

ქალაქ ხობში ქართული ასანთის წარმოების შესახებ ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით ერთი წლის წინ განაცხადა. პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო.