მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ სტარტაპს Silicon Valley $1 მილიონით დააფინანსებს

5b0d9690971d5
ლევან თაღიაშვილი
30.05.18 12:00
2426

ქართული Blockchain სტარტაპი სილიკონ ველის ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებული გახდა და $1 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. Frontier Innovation Awards 2018-მა საუკეთესო იდეა გამოარჩია, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას ეხებოდა. დაჯილდოება აშშ-ში, კერძოდ, სან ფრანცისკოში შედგა, სადაც ქართულ-უკრაინულმა სტარტაპმა, Shelf-მა 250 კონკურსანტს შორის პირველი ადგილი მოიპოვა. აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე ხელსაყრელი ფასის დადგენას Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით. ის აწვდის მომამხრებელს ინფორმაციას ყველაზე ხელსაყრელი ფასის შესახებ, რომელიც კი ოდესმე არსებობდა ელექტრონულ კომერციაში. 

"ჩვენი სტრატეგიაა Bloackchain ტექნოლოგიით მოვახდინოთ ფოკუსირება პირდაპირ ბაზარსა და ჩვენ მომხმარებელს შორის, ვიყოთ პირველები, რომლებიც პრობლემის გადაჭრის გზას იპოვნის და ამას ტექნოლოგიებით მოახერხებს'', - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, ლაშა ანთაძემ.

წყარო: cbw.ge