ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 15 პარტნიორული ხელშეკრულება გაფორმდება,” - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ჩიქოვანი აღნიშნავს, ხელშეკრულებები ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდას და პარტნიორების მოძიებას შეუწყობს ხელს.
“ძირითადი სექტორები - კვების ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამშენებლო მასალებია,” - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, საგამოფენო კომპლექს ExpoGeorgia-ში, საქართველოსა და ბელარუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანოზებით, გამოფენა - Made in Belarus გაიხსნა.
ეს 2014 წლიდან მეექვსე ერთობლივი ღონისძიებაა. წელს ბელარუსიიდან 70 კომპანიის 150 წარმომადგენელია ჩამოსული.