მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბაზარზე ასკილის უალკოჰოლო ლუდი გამოჩნდება

5b782a0f3dfe9
თამუნა ქემერტელიძე
18.08.18 18:25
5613
ქართულ ბაზარზე ასკილის უალკოჰოლო ლუდი სექტემბერის ბოლოდან გამოჩნდება.

პანკისის ხეობაში მცხოვრები შენგელი ტოხოსაშვილი ასკილის უალკოჰოლო ლუდს რეალიზაციისთვის უკვე ამზადებს და პირველ ეტაპზე, ლუდი სახელწოდებით “ქისტური” 1, 2 და 5 ლიტრიან ბოთლებში გამოჩნდება.

„საწარმოს გაკეთების იდეა მე მეკუთვნის; შარშან გადავწყვიტე, მიმეღო სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მონაწილეობა. პირველად USAID-ის “ზრდა” პროექტში გავიმარჯვე და მცირედი დახმარებაც მივიღე. ამ ეტაპზე ვარ სახელმწიფო პროექტ ,,ახალგაზრდა მეწარმე"-ის ბენეფიციარი და ველოდები მათგან გრანტის მიღებას. ფინანსურად ჩემი ოჯახიც მეხმარება“, - აცხადება bm.ge-თან ტოხოსაშვილი.

მისივე თქმით, იქამდე, ვიდრე გრანტს მიიღებს, საწარმოს თავისი ხაჯებით აშენებს და მშენებლობის პროცესის დასრულებას ორ თვეში გეგმავს.

რაც შეეხება ლუდის ფასებს, ტოხოსაშვილის განმარტებით, ჯერ საფასო პოლიტიკაზე არ უფიქრია, თუმცა ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

“ასკილის უალკოჰოლო ლუდის ხარშვის ტრადიცია ქისტებში დიდი ხანია არსებობს. ჩვენი ოჯახიც ამ ტრადიციას მიყვებოდა და ლუდს დღეობებზე და სხვადასხვა წვეულებებზე ვხარშავდით. ბოლო წლებში მასზე მოთხოვნა გაიზარდა, ამიტომ დედაჩემიც ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც დაიწყო ოჯახში მოხარშული ლუდის გაყიდვა”, - აცხადებს ტოხოსაშვილი.