მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართლის ქარის ელექტროსადგურის გასაყიდი ფასის დადგენა მაისში დასრულდება

5905ac5ac0f77
ნინო კვინტრაძე
30.04.17 14:00
1780
ქართლის ქარის ელექტროსადგურის გასაყიდი ფასის დადგენა მაისში დასრულდება. ენერგეტიკის განვითარების ფონდში "საქმის კურსს“ განუმარტეს, რომ ფასს დაქირავებული აუდიტორული კომპანია განსაზღვრავს. ფასის დადგენის შემდეგ მოხდება გასხვისების პირობების შედგენა, რის შემდეგაც ქარის ელექტროსადგური ელექტრონულ აუქციონზე განთავსდება.

ელექტროსადგური იმ ვალდებულებებით გაიყიდება რაც დღეს აქვს, - მათ შორის ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100% ელექტროენერგია $6,89 ცენტად.

ენერგეტიკის განვითარების ფონდში ამბობენ, რომ სადგურის შეძენის მიმართ ინტერესი დიდია.

შეგახსენებთ, რომ სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას 6.89 აშშ ცენტად ყიდულობს.

ცნობისთვის "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დადგმული სიმძლავრე 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სადგური შედგება 6 ცალი 3,45 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის ტურბინისაგან.