მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარის სადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გაიყიდება

594b7872c590a
BM.GE
22.06.17 11:56
1689
ქარის სადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გაიყიდება. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საჯარო შეთავაზებაში მონაწილეობის მიღება და ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციების შეძენა ნებისმიერ მოქალაქეს და ინვესტორს შეეძლება.

„გადავწყვიტეთ რომ გავაკეთოთ საჯარო შეთავაზება საქართველოს საფონდო ბირჟაზე და პირველად შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს შიეძინონ წილი ამ პროექტში. ესაა პრვატიზაციის ასეთი ფორმა. ვფიქრობ, რომ ეს წაახალისებს საფონდო ბირჟას, მნიშვნელოვანია რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ პროექტებში რომელსაც ვახორციელებთ. ასევე ადგილობრივ ინვესტორებს შეეძლებათ შეიძინონ ამ პროექტის აქციები.

მომზადდება პროექტი საჯარო შეთავაზებისთვის ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია.

ამ მიმართულებით არაერთ ნაბიჯს გადავდგავთ. მწვანე ენერგიის ათვისება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ჩვენ სწორად უნდა ავითვისოთ ჰიდროენერგია, მაგრამ ქარის და მზის ენერგია საკმაოდ იაფდება და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებებზე აქცენტი იქნება გასაკეთებელი“, - ამბობ პრემიერი.