მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარის სადგურების აშენების შესახებ თურქულ კომპანიასთან დადებული მემორანდუმი ჩაიშალა

591c4ba0e40ac
სალომე მეცხვარიშვილი
17.05.17 18:00
1619
ქარის სადგურების აშენების შესახებ თურქულ კომპანიასთან დადებული მემორანდუმი ჩაიშალა. Energo Windpower-ს ფოთის, ქუთაისის, ჭოროხის, საბუეთის გორის, კასპის, სამგორის, რუსთავის, ფარავანისა და ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ქარის მონაცემები უნდა შეესწავლა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანალიზი უნდა მოემზადებინა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, კომპანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმის 3.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები დაარღვია, რის გამოც მემორანდუმი შეწყდა.
ენერგეტიკის სამინისტრომ თურქულ კომპანიასთან მემორანდუმი 2014 წელს გააფორმა. მემორანდუმის პირობებით, კომპანიას 33 თვის განმავლობაში, აღნიშნულ 9 ტერიტორიაზე, უნდა შეესწავლა ქარის მონაცემები, დაესრულებინა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მოემზადებინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანალიზი, რაზეც უნდა დაეხარჯა 5-7 მლნ აშშ დოლარს.

„კვლევების დასრულების შემდეგ, პოზიტიური ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით Energo Windpower LLC უზურნველყოფს საქართველოს მაშტაბით 1450 მეგავატის სავარაუდო დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას, რომლის სავარაუდო საინვესტიციო ჯამური ღირებულება ერთი მილიარდ 400 მილიონ აშშ დოლარია“,- ნათქვამი იყო ენერგეტიკის სამინისტროს პრესრელიზში 2014 წელს.