მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქალები მომავლისთვის" ფორუმს ამზადებენ

5ba24bbc5e29c
სალომე ჭიპაშვილი
19.09.18 17:14
1056
ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ უახლოეს პერიოდში რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებას გეგმავს. როგორც ბიზნეს ფედერაციის ბორდის თავმჯდომარე, ნინა კობახიძე „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას აცხადებს: „მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს ამერიკის მთავრობასთან ერთად განვავითარებთ და რეგიონიდან დაწყებული, ბიზნესში ჩასართავ სუბიექტებს ხელს შევუწყობთ, რათა სწორი ბიზნესის დასაწყებად სწორი გზა გავატაროთ.“

ასევე „ქალები მომავლისთვის“ უახლოეს მომავალში მსოფლიოს „ბრჭყვიალა“ ქალბატონების მონაწილეობით, ფორუმის ჩატარებას გეგმავს. “ მსოფლიოს სხვადასხვა ბანკთან და მათ შორის ქართულ საბანკო სექტორთან ერთად გვექნება სერიოზული ნაბიჯები გადასადგმელი. ჩვენ გვინდა ფინანსები ქალებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ ვქმნით ერთმანეთთან მარტივად მისასვლელ გზებს.“- აცხადებს ნინა კობახიძე.