09.მარტი.2016 14:06
ეკონომიკა

ქადაგიძე ამბობს, რომ რეფინანსირების სესხებზე შეთანხმება მთავრობას 1.5 წლის წინ შესთავაზა

ქადაგიძე ამბობს, რომ რეფინანსირების სესხებზე შეთანხმება მთავრობას 1.5 წლის წინ შესთავაზა
მთავრობის და ეროვნული ბანკის შეთანხმების შემთხვევაში, რეფინანსირების სესხების გაუქმება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი, აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომლის მმართველობის პერიოდში სებ-ი არაერთმა ადგილობრივმა ექსპერტმა დაადანაშაულა რეფინანსირების სესხების ლარზე ზეწოლაში.
 
ქადაგიძემ ქართულ "ფორბსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რეფინანსირების სესხების გაზრდის საფუძველი ბიუჯეტის დეფიციტის შიდა ვალით დაფინანსება გახდა და ეს პრაქტიკა 2012 წლიდან დაინერგა, თუმცა ამას არც ფულის მასის ზრდა გამოუწვევია და არც კურსის გაუფასურება.

"2015 წელს ფულის მასის ჯამურ გავლენას თუ ავიღებთ, პირიქით, შემცირდა, იმიტომ რომ ფულის მასა არ შედგება მხოლოდ რეფინანსირების სესხებისგან. თავის მხრივ ფულის მასის ზომიერი ზრდა არ ნიშნავს კურსის გაუფასურებას, არც ინფლაციას. ეს არის მონეტარისტების პოზიცია და ისინი არ არიან მეინსტრიმ-ეკონომისტები. მაგალითად, 2007 წელს ფულის მასა 40%-ით გაიზარდა და კურსი გამყარდა, რაც ინვესტიციების დიდი მოცულობით იყო განპირობებული", - განაცხადა სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ის ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მთავრობას, პარლამენტის ტრიბუნიდან 1.5 წლის წინათ შესთავაზეს რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმება.

"რეფინანსირების სესხების გაუქმება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი. ამისათვის უნდა შედგეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერს პრემიერი, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. იქვე ჩაიწერება რეფინანსირების სესხების ფიქსირებული მოცულობა და ეს ჩანაწერი უნდა შესრულდეს", -განაცხადა ქადაგიძემ.



19.იანვარი.2019 19:40
1313

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

ვრცლად
19.იანვარი.2019 15:09
335

ქობულია: Gazprom-თან კონტრაქტის საგრძნობ გაუმჯობესებებზე ვლაპარაკობთ

ვრცლად
19.იანვარი.2019 14:56
222

საქართველოს რეგიონში არბიტრაჟის ცენტრის ამბიცია აქვს - როგორია მთავრობის გეგმა

ვრცლად
19.იანვარი.2019 12:00
246

გოცირიძე: მეოცე დღეა სომხეთს ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი

ვრცლად
19.იანვარი.2019 11:03
1456

ცეზარ ჩოჩელი: "საპენსიო რეფორმამ ბიზნესს მუშახელი გაუძვირა"

ვრცლად
19.იანვარი.2019 00:45
249

შორენა პატარიძე: ,,ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან მშრალი ღვინის დამზადება შევძელით''

ვრცლად