მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პურის ფასს ხელისუფლება არ არეგულირებს, თუმცა მთავრობა ყურადღებით აკვირდება პროცესებს"

5c10d20d66b28
სალომე მეცხვარიშვილი
12.12.18 13:15
657
ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, პურის ფასს ხელისუფლება არ არეგულირებს და ამაზე გავლენა ძირითადად საერთაშორისო ბაზარს აქვს, თუმცა მთავრობა ყურადღებით აკვირდება პროცესებს, რომ რაიმე გარიგება გამოირიცხოს.

ასე უპასუხა ქობულია პურის გაძვირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

"არის ფაქტები, რომ პურის ფასმა აიწია მსოფლიოში, შეიძლება, ეს რა თქმა უნდა, მოქმედებს ჩვენთანაც პურის ფასზე. მე არაერთხელ ვთქვი, რომ ჩვენ არ ვარეგულირებთ, პურის ფასს. პურის ფასი არის კომერციულად ფორმირებადი, ამიტომ თუ ვთქვათ ხორბლის ფასმა აიწია, ხოლო ხორბალი პურის მწარმოებელს უცხოეთიდან შემოაქვს, რა თქმა უნდა, მწარმოებელი ასახავს ამას ფასზე. ჩვენ მაინც ყურადღებით ვუყურებთ ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ არ არის არაკონკურენტული გარიგება. ამის შედეგებს მოგახსენებთ მოგვიანებით", - აცხადებს ქობულია.

ცნობისთვის, პრემიერის დავალებით კონკურენციის სააგენტომ პურის ფასის ზრდის მიზეზების შესწვლა დაიწყო.