მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პურის ფასი მგრძნობიარე საკითხია - ლევან დავითაშვილი

5c0e6be76ad83
BM.GE
10.12.18 16:40
836

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობისთვის პურის ფასი “მგრძნობიარე საკითხს” წარმოადგენს. დავითაშვილი მამუკა ბახტაძეს ეთანხმება და ამბობს, რომ პურის ფასი “გარკვეულ კითხვებს ბადებს."

ამასთანავე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ 2018 წელს მსოფლიოში ხორბლის მოსავალმა იკლო, რამაც ფასის მატება გამოიწვია.

“მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველ კუთხეში იყოს თონე, იცით რომ საკმაოდ კონცენტრირებულია ბაზარი. რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ფარავს ბაზრის დიდ პროცენტს. თქვენ ყველამ იხილეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება. ბუნებრივია, რომ ყველა ის სტრუქტურა, რომელსაც ეს ეხება გააკეთებს ზუსტ ანალიზს, თუ რამდენად ადეკვატურია ის გაზრდილი ფასები იმ პირობებთან, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. 2018 წელს მსოფლიო ბაზრებზე ნაკლები მოსავალი არის შედარებით ნაკლები, ვიდრე 2017 წელს. ეს გარკვეულ კლიმატურ პირობებს უკავშირდება. ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში შემცირებულია საექსპორტო შესაძლებლობები. შესაბამისად ხორბალი წელს უფრო ძვირი ღირს ვიდრე 2017 წელს. თუმცა ფასები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს ეს რამდენად თანხვედრაშია და რამდენად ადეკვატურია იმ ზრდასთან, რაც არის გლობალურად ეს ბადებს გარკვეულ კითხვებს,”- ამბობს დავითაშვილი.

დღეს საქართველოში პურის ფასმა 10-15 თეთრით მოიმატა. მწარმოებლები ფასის მატებას ხორბლის გაძვირებას უკავშირებენ.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ფასის მატება შესაძლოა არასამართლიან კონკურენციას უკავშირდებოდეს. ბახტაძის დავალებით, ამ საკითხს კონკურენციის სააგენტო შეისწავლის.