მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PSP-სთვის სომხეთის ბაზარზე შესვლა კვლავ აქტუალურია

5901cfe0eeac7
BM.GE
27.04.17 15:01
932
PSP-სთვის სომხეთის ბაზარზე შესვლა კვლავ აქტუალურია. კონკრეტულად როდის შევა სააფთიაქო ქსელი მეზობელ ქვეყანაში კომპანიის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ „ქართული კომპანიები უცხო ქვეყანაში უნდა გახდნენ ინვესტორები“.

მისივე თქმით, სომხურ ბაზარზე არაერთი სააფთიაქო ქსელია და ამიტომ ინფორმაციის წინასწარ გაჟღერება არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ სომხურ სააფთიაქო ქსელებთან შეძენაზე მოლაპარაკებები PSP-მ გასულ წელს დაანონსა. ამასთან, კომპანია არ გამორიცხავდა სრულიად ახალი სააფთიაქო ქსელის შექმნასაც.