მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროკურატურაში ადვოკატთან ერთად ვიყავი"

5b4e1ca57fa46
BM.GE
17.07.18 20:41
1269
ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაახლოებით 20 დღის წინ ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა, - ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

„მე მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი იქნება სამართლიანად და გამჭვირვალედ, მე ვარ ღია საზოგადოებასთან კითხვების ნაწილში და ესეთი ღია დავრჩები.
ადვოკატთან ერთად ვიყავი პროკურატურაში.

პატიოსნად მინდა ვთქვა, რომ როდესაც ვესაუბრე პროკურატურის წარმომადგენელს, მეგობრულად იყო რჩევა, რომ არ გჭირდება არაფერშიო ადვოკატი, არის იურიდიული ნიუანსები, რომელიც ადამიანმა, შესაძლოა არ იცოდეს, ამიტომ გადავწყვიტე რომ ყოფილიყო ადვოკატი.

მე ვრჩები ქართული ოცნების გუნდის წევრად. მე მიმაჩნია ჩემი თავი გუნდის წევრი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან ერთად, პროკურატურაში გამოკითხვაზე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძეც იმყოფებოდა. საქმე ეხება დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვა - მითვისებას.