მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურამ ვალების ჩამოწერის პროგრამის კანონიერების შესწავლა დაიწყო

5bf52a8fa758c
BM.GE
21.11.18 13:28
1277
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდის მიერ მოსახლეობის ვადაგადაცილებული ვალების ჩამოწერის პროექტის კანონიერების შესწავლა დაიწყო. bmg-ის მთავარ პროკურატურაში უთხრეს, რომ თუ აღნიშნულ გარიგებაში დანაშაულის ნიშნებს აღმოაჩენენ, საქმეს შემდგომი მსვლელობა მიეცემა.

"ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს, პროკურატურა შეისწავლის და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამის გადაწყვეტილებას,"- აცხადებენ პროკურატურაში.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვალების ჩამოწერის პროგრამა ორშაბათს დაანონსა. მინისტრთა კაბინეტის წევრთა მტკიცებით, პროგრამაში ვალების გასტუმრება მხოლოდ და მხოლოდ ქართუ ფონდის ფულით მოხდება. თავისმხრივ, ფონდ ქართუს ინფორმაციით, მათ ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის შესაძენად უკვე დარეზერვებული აქვთ 100 მილიონი ლარი.

მთავრობის ინფორმაციით, მოსახლეობა იმის გარკვევას, ეხებათ თუ არა მათ სესხების ჩამოწერა არჩევნების შემდეგ, 4 დეკემბერს შეძლებენ, ხოლო ვალების გასტუმრება კი 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე გასტანს.