10.მარტი.2016 16:31
ბიზნესი

პროკურატურამ ქონებაჩამორთმეულ მოქალაქეებს დაახლოებით 13 მილიონი ლარის ქონება დაუბრუნა

პროკურატურამ ქონებაჩამორთმეულ მოქალაქეებს დაახლოებით 13 მილიონი ლარის ქონება დაუბრუნა
"ბიზნესკონტაქტისთვის" სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების მიზნით პროკურატურაში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტის ერთწლიანი საქმიანობის შედეგები გახდა ცნობილი. დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, კოკა კაციტაძე აცხადებს, რომ ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ გახსნილია 29 დანაშაულებრივი ფაქტი, რომელიც ეხება წინა ხელისუფლების დროს ქონების უკანონო ჩამორთმევის ფაქტებს.
 
"გამოძიების მსვლელობისას მხილებულია 22 საჯარო მოხელე, დაზარალებულად ცნობილია 40 პირი და დაბრუნებულია დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების ქონება, სადაც შედის როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება. მათ შორის 39 ავტომანქანა, 2 მიწის ნაკვეთი, 3 საცხოვრებელი ბინა, 1 საოფისე ფართი, 48 სახეობის ოქროს ნაკეთობა და დაბრუნების პროცესშია თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა", - აცხადებს კოკა კაციტაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, დეპარტამენტი დღეის მდგომარეობით 307 სისხლის სამართლებრივ საქმეს იძიებს, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ქონების ჩამორთმევის საქმეები, აქ არის იძულების, ცემა-წამების საქმეებიც, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამართალდამცავ ორგანოებში და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

"არსებობს მთავრობის განკარგულება, რომელიც ითვალისიწინებს მხოლოდ იმ ქონების დაბრუნებას, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე აღერიცხება. რაც შეეხება კომპენსაციებს, ეს განკარგულებაში არ არის მოცემული, თუმცა ეს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვალდებული ვართ გამოვიძიოთ დანაშაულებრივი ფაქტი, დავადგინოთ, რომ დაზარალებულს მიადგა ზიანი და იძულებით მას ჩამოართვეს ქონება, ამის შემდეგ ერთვებიან ისეთი კომპეტენტური ორგანოები, როგორიცაა მაგალითად ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო. მათი კომპეტენციაა უკვე მოხდეს ქონების დაბრუნება მოქალაქისთვის. რაც შეეხება კომპენსაციას და ზიანის ანაზღაურებას, ქონების დაბრუნებაც ზიანის ანაზღაურების ფორმაა, თუმცა ეს არ არის მოქალაქისთვის ზიანის ანაზღაურების ერთადერთი გზა. ჩვენ ვაძლევთ მოქალაქეს საშუალებას, რომ გააკეთოს არჩევანი. მას შეუძლია დაიბრუნოს ქონება პირდაპირ იმ ფორმით, რა ფორმითაც სახელმწიფოს ბალანსზე აღირიცხება ან შეუძლია წავიდეს სასამართლოში, შეიტანოს სარჩელი და იდავოს უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველეზე და მოითხოვოს თანხებში ზიანის ანაზღაურება", - აცხადებს კოკა კაციტაძე.

რაც შეეხება გამოძიების პროცესში მხილებულ საჯარო მოხელეებს, როგორც კოკა კაციტაძე განმარტავს, მხოლოდ მათი ნაწილი მიეცა პასუხისმგებლობაში. კაციტაძის თქმით, დეპარატამენტის მუშაობის შედეგად 22 საჯარო მოხელეა მხილებული, რომლებიც იმ დროისთვის დასაქმებული იყვნენ სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებში. მხილებული 22 პირიდან 5 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, 2 პირის მიმართ გარდაცვალების გამო შეწყდა გამოძიება, ხოლო დანარჩენი მოხელეების მიმართ მოხდა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება. კაციტაძის თქმით, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, რადგან ისინი თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და ხშირ შემთხვევაში ამხელდნენ მათზე ზემდგომ თანამდებობის პირებს, რომელთა დავალებითაც ხდებოდა მოქალაქეებისთვის ქონების უკანონო ჩამორთმევა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



21.ნოემბერი.2018 18:28
126

"საქართველოს თაიგულს" იჯარით აღებული ჩაის პლანტაციის ნაწილი ჩამოართვეს

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 14:58
179

რატომ ფერხდება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მოწყობა?

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 17:43
135

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:00
1010

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1208

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
105

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად