მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურა ქუმსიშვილი-ალავიძეს საქმეზე: გამოძიება არ დაწყებულა სამინისტროების მომართვით

5b52510566565
BM.GE
21.07.18 09:15
903
“მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ გამოძიება არ დაწყებულა ამ სამინისტროების მომართვის საფუძველზე. გამოძიება დაიწყო იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიღებული იყო საგამოძიებო დანაყოფში” - აცხადებს საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი კოკა კაციტაძე. ასე ეხმიანება საქართველოს პროკურატურა ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ, მედიით ორგზის გაცხადებულს, რომ საკითხი რაზეც ის საგამოძიებო სტრუქტურაში იყო დაბარებული, მის მიერვე გადაგზავნილ საქმეს ეხება.

მედიის კითხვაზე, თანაშრომლობენ თუ არა გამოძიებასთან ყოფილი მინისტრები, კაციტაძე ამას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უპასუხოდ ტოვებს, თუმცა დასძენს,რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლის ბრალეულობაც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთება. 

შეგახსენებთ, პროკურატურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვის სხვადასხვა შესაძლო ფაქტებს, მარტიდან მოყოლებული იძიებს.