23.დეკემბერი.2015 15:19
ბიზნესი

პროკურატურა: 10 მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული 13 მანქანა დაუბრუნდება

პროკურატურა: 10 მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული 13 მანქანა დაუბრუნდება
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 10 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახემწიფო ბალანსზე რიცხული 13 ა/მანქანა დაუბრუნდებათ.
 
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ჩატარებული გამოძიების შედეგად გახსნილია 2012 წლამდე მომხდარი მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 6 ფაქტი და მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი.

„კერძოდ, ჩვენს მიერ მხილებულ იქნა შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ჯონი ოთარაშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც ხსენებული უწყება სისტემატიურად ახდენდა მოქალაქეთათვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას.

2008 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, შსს გენერალურ ინსპექციას დაკავებული ჰყავდა ბრალდებულები: ზურაბ დოლაკიძე, გიორგი საყვარელიძე, ალექსანდრე ქარდავა და გოშქარ ჩაილიევი. შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ჯონი ოთარაშვილმა თავისთან დაიბარა ბრალდებულის ოჯახის წევრები: ნინო ლილუაშვილი, ნუნუ ორდენიძე, ზურაბ ქარდავა, შაფაკ პოპოვი და ,,საქმის მოგვარების“ სანაცვლოდ, პოლიციისათვის ძვირადღირებული ა/მანქანების შეძენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა.

ამასთან, მოქალაქეთა მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ა/მანქანების ჩუქების ფაქტის შენიღბვის მიზნით, გენერალური ინსპექციის მიერ მოფიქრებულ იქნა დანაშაულებრივი სქემა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ოჯახის წევრები დაიბარეს "ტოიოტა ცენტრში“, სადაც ჯონი ოთარაშვილის ნდობით აღჭურვილი პირის - ვინმე ალექსანდრე ობოლაძის სახელით მოქალაქეებს შეასყიდინეს 315 000 ლარის ღირებულების 9 ერთეული "ტოიოტა ჰაილუქსი“ და 30 000 დოლარის ღირებულების ,,ტოიოტა კამრი“, რომლებიც შემდგომში ალექსანდრე ობოლაძემ თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან და მათ დაეკისრათ პირობითი მსჯავრი და ჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ ჯონი ოთარაშვილმა სრულად აღიარა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევის ყველა ფაქტი და განაცხადა, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებისგან ძვირადღირებული ა/მანქანების მოთხოვნა და მათი სახელმწიფოზე იძულებით ჩუქება იყო შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის პირდაპირი დავალება, რაც მათ წარმატებით შეასრულეს.

ასევე, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე, რომელმაც 2010 წლის ნოემბერში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ბრალდებულ გიორგი შავდიას ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით შეასყიდინა 9900 დოლარად ღირებული „ტოიოტა კოროლას“ მარკის ავტომანქანა, რომელიც დაზარალებულმა მოქალაქემ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჩუქა, რის შემდეგაც გიორგი შავდიამ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

დანაშაულში მხილებულ მესამე საჯარო მოხელეს კი წარმოადგენს შსს კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ქოქიაშვილი, რომლის უკანონო დავალების და მოთხოვნის შედეგად, 2010 წლის ნოემბერში, მოქალაქე დავით პაპოშვილმა, მისი ახლობლებისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 50 000 დოლარად შეიძინა 2 ერთეული ,,ტოიოტა ქამრი“ და აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რითაც კახეთის სამხარეო პოლიცია სარგებლობდა.
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ მხილებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ექვსივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 10 დაზარალებულის დარღვეული უფლება, რომელთაც პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული და დათმობილი 13 ა/მანქანა (9 ერთეული "ტოიოტა ჰაილუქსი“, 3 ერთეული ,,ტოიოტა ქამრი“ და 1 ,,ტოიოტა კოროლა“).“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



16.თებერვალი.2019 11:20
1116

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
97

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
1617

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
104

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
726

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
782

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად