03.დეკემბერი.2015 19:49
საფინანსო სექტორი

პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა
პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ასმუს როტნემ თანამდებობა დატოვა. საჯარო რეესტრის სააგენტოში რეგისტრირებული დოკუმენტაციის მიხედვით, როტნემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ბანკის დირექტორებად ამჯერად რჩებიან ქეთევან ხუსკივაძე, სოფიო კორძახია და ალექსი მატუა. 
 
ქეთევან ხუსკივაძე 2010 წლის შემოდგომაზე დაინიშნა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად და სათავეში უდგას რისკების და იურიდიულ განყოფილებებს. პროკრედიტ ბანკში ბანკის დაარსების დღიდან, 1999 წლიდან, მუშაობს.  სოფიო კორძახია 2014 წლის გაზაფხულზე დაინიშნა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად, ალექსი მატუა კი 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად. 

ასმუს როტნემ, ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე, საშა ტერნესი 2014 წელს ჩაანაცვლა.


20.აპრილი.2018 21:16
109

"აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებმა აქცია შეწყვიტეს

ვრცლად
20.აპრილი.2018 21:00
348

ნარჩენების დახარისხება-გადამუშავება სავალდებულო იქნება

ვრცლად
20.აპრილი.2018 20:00
514

იმერეთში ნავენახევის მღვიმე იხსნება

ვრცლად
20.აპრილი.2018 19:06
446

ბლოკჩეინი სოფლის მეურნეობაში: მომავალი ჯერ არ დაწერილა

ვრცლად
20.აპრილი.2018 18:00
79

"თბილღვინოს" ღვინოები ექსპორტზე ბრაზილიაში გავიდა

ვრცლად
20.აპრილი.2018 17:27
61

"პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი კვლავ გაუარესდა"

ვრცლად