მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიული სასწავლებლებით ყველაზე უკმაყოფილო დედაქალაქის მოსახლეობაა

5b0a9e3c09c54
მეგი კავთუაშვილი
27.05.18 17:02
743
პროფესიათა შორის, რომლის შესწავლასაც ქვეყნის მოსახლეობა პროფესიულ სასწავლებელში ისურვებდა, მშენებლობისა და სამედიცინო დარგების სპეციალობები ლიდერობს. კვლევა კომპანია ACT-მ ჩაატარა. რესპონდენტების თითქმის ნახევარი ასახელებს მშენებლობას (43%) და სამედიცინო სფეროს, სადაც მედდისა და სანიტრის პროფესიებს შეიძლება დაეუფლონ (42%). პრიორიტეტულ სფეროებს შორის ასევე დასახელდა ტურიზმი (37%) და სასოფლო-სამეურნეო სფერო (36%). ადმინისტრაციული საქმიანობის დაუფლებას პრიორიტეტად გამოკითხულ რესპონდენტთა 17% მიიჩნევს.


„რეგიონის ჭრილში კვლევამ აჩვენა, რომ პროფესიულ სასწავლებლებზე ყველაზე მეტად ხელი მიუწვდებათ კახეთსა (59%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (52%); ყველაზე ნაკლებად კი ‒ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (8%). საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგიონებში პროფესიულ სასწავლებლამდე უმეტესად მიდის. ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტი პრობლემა რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთის რეგიონშია, სადაც რესპონდენტთა 18% აცხადებს, რომ პროფესიულ სასწავლებლამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ვერ ხერხდება. ზოგადი კმაყოფილების თვალსაზრისით კი, რეგიონები კმაყოფილები არიან მათ მუნიციპალიტეტში/რეგიონში პროფესიული სასწავლებლებით. ყველაზე მეტ კმაყოფილებას აღნიშნული ფაქტით გურია (68%) გამოხატავს, ყველაზე ნაკლებს კი ‒ თბილისი (9%). რაც შეეხება კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს, სადაც პროფესიული სასწავლებლების ყველაზე მაღალი ხელმისაწვდომობა დაფიქსირდა, იქაც რესპონდენტები, ძირითადად, კმაყოფილებას გამოხატავენ, რაც კახეთის შემთხვევაში 38%-ის, სამეგრელო- ზემო სვანეთის შემთხვევაში კი ‒ 36%-ის ტოლია“ - ნათქვამია კვლევის დოკუმენტში.