მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიული კოლეჯები სხვადასხვა დარგებში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობენ

58f5e643a9540
თათია ჩაფიჩაძე
18.04.17 14:09
1380
პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე მთელ რიგ დარგებში კვალიფიციური კადრების დეფიციტია. კოლეჯი "სპექტრის“ ხელმძღვანელი მათე ტაკიძე ამბობს, რომ ხშირად კომპანიებს კვალიციფიური კადრების შოვნა უჭირთ.

"სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სამშენებლო მიმართულებები, ასევე ტექნიკური ინჟინერია - ეს არის ის პროფესიები, რომელზეც მოთხოვნა მიწოდებაზე გაცილებით მაღალია. ეს შრომის ბაზარზე გარკვეულ დისბალანსს იწვევს. კომპანიები ვაკანსიებს აცხადებენ და მაღალკვალიფიციურ კადრებს ვერ შოულობენ. ამიტომაც მე ყველას ვურჩევ, რომ მოვიდნენ პროფესიულ კოეჯებში და მიიღონ მაღალხარისხიანი განათლება უფასოდ. მათი დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით75%-ის ფარგლებშია. ჩვენ ამ დროისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაახლოებით 280 ბიზნეს კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული და კადრების გადამზადება სწორედ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით ვახორციელებთ,“ - აცხადებს ტაკიძე.

ამ დროისთვის ქვეყანაში 34 სახელმწიფო დაწესებულება ფუნქციონირებს სადაც 150 ზე მეტი პროფესიული პროგრამაა ხელმისწავდომი.

პროფესიულ სასწავლებელბში სწავლება მიმართულებების მიხედვით 4-დან 18 თვემდე გრძელდება რომელსაც 2013 წლიდან სახელმწიფო 100%-ით აფიანსებს.