მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ბაზრის მომავალი

BM.GE
07.08.19 11:51
833
2019 წლის პირველ კავრატლში საქართველოში საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის იმპორტი წინა წელთან შედარებით 20%-ით იყო შემცირებული. Bm.ge-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით პირველ კავრატლში სულ $43.8 მილიონის ღირებულების ტექნიკა შემოვიდა. ცალკეული დასახელების პროდუქტებიდან კი შემცირებულია სარეცხი მანქანების, გაზქურების, ტელევიზორების მობილური ტელეფონებისა და სხვა პროდუქტების იმპორტი. ეს ყველაფერი კი მიანიშნებს იმაზე, რომ 2019 წლის განმავლობაში ელექტროტექნიკის ბაზრი შემცირდა.
რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაყიდვების რიცხვი 20%-დან 50%-მდეა შემცირებული. როგორია განახლებული სტატისტიკა და რა მოლოდინები არსბეობს?

სტუმარი: მეჰმედ მელექი - “ბეკო საქართელო”, გენერალური დირექტორი