მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა საახალწლო-საშობაო ბარათებში 27,219 ლარი დახარჯა

5b76bd5529762
თამუნა ქემერტელიძე
17.08.18 16:17
1630
საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლო/საშობაო მისალოც ბარათებში სარეზერვო ფონდიდან 27,219 ლარი დახარჯა.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისობის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2017 წლის მონაცემებს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 76,121 ლარის ოდენობის პრეზიდენტის ადმინისტრაციიის ხარჯების დაფინანსება არ შეესაბამება საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

დოკუმენტში, ასევე წერია, რომ პრეზიდენტმა სარეზერვო ფონდიდან ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად, მედიამონიტორინგის (ipm), საინფორმაციო სააგენტოების - „ინტერპრესნიუსისა“ და „ნიუპოსტის“ მომსახურების შესაძენად 27, 912 ლარი გამოყო.

ამავე საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფონდიდან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხუცთა სხვადასხვა ტიპის სახლების ბენეფიციარებისთვის სასაჩუქრე კალათების შესაძენად 7,490 ლარი გამოიყო.