08.თებერვალი.2016 17:07
საფინანსო სექტორი

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი შეარჩია

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი შეარჩია
პრეზიდენტის ადმინისტაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩევის მორიგი ეტაპი დღეს დასრულდა.
 
ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების შეფასების შედეგად წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან სამმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ეს კანდიდატებია - კობა გვენეტაძე, მაია მელიქიძე და გიორგი ბაქრაძე.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, კანდიდატები წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა. ეს კრიტერიუმებია - პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა.

შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის აღნიშნულ კანდიდატებს და ექსპერტთა მოსაზრებებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დღეს წარუდგენს.

კანდიდატის შერჩევის პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წარმომადგენლები.



16.ნოემბერი.2018 16:17
250

სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 12:02
81

ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 11:49
57

Mastercard მომხარებელს წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 09:00
146

"საბანკო სესხი არ არის მხოლოდ ტრაგედია, რომელსაც აიღებ და ვეღარ აბრუნებ“

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:15
151

"სებ-ის რეგულაციების ახალი პროექტით კმაყოფილები ვართ"

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 17:08
451

ლარი გამყარდა

ვრცლად