მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას მონიტორინგს გაუწევს

56e69d9d1a4af
BM.GE
14.03.16 15:14
1184
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს. გიორგი მარგველაშვილის მრჩევლებმა კახა კოჟორიძემ და სოფიო შამანიდმა დღეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა და დაპირისპირებული სტუდენტების ორივე ჯგუფს დიალოგისკენ მოუწოდეს. როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება.

"ჩვენი დღევანდელი აქ მოსვლის მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ხელი შეგვეწყო დიალოგისთვის და ის გარემო, რომელიც შეიძლება რაღაც გარკვეულ რისკებს ქმნიდეს გარკვეული დაპირისპირებების, დიალოგის რეჟიმში გადაიზარდოს. ასევე დამატებით ვიტყვი იმას, რომ უნივერსიტეტში, კიდევ ერთხელ ცხადია იქნება აზრთა სხვადასხვაობები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სტუდენტების ორივე ჯგუფს აქვს მთელი რიგი საერთო საკითხები. მაგალითად ის რომ მიუღებელია ოდეერის ინსტიტუტის არსებობა უნივერსიტეტში, ეს მათი საერთო პოზიციაა, ამიტომ კარგი იქნება თუ ისინი შეეცდებიან მონახონ არა ის საკითხები რაც ერთმანეთისაგნ განასხვავებებს, არამედ ის საკითხები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი პოზიციის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.