მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა საქართველოში უმთავრეს გამოწვევად სოციალური მდგომარეობა დაასახელა

5a6789ad5b362
BM.GE
23.01.18 23:13
876
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის ქალაქ დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში Strategic Outlook – Eurasia.

პრემიერმა საქართველოში უმთავრეს გამოწვევად სოციალური მდგომარეობა დაასახელა.

"დღესდღეობით დემოკრატიის ხარისხს საქართველოში გამოწვევის სახით შეიძლება დაემუქროს სოციალური მდგომარეობა. ეს მართლაც არის დიდი გამოწვევა, რომელიც ეხება ეკონომიკურ განვითარებას და, ზოგადად, სიღარიბესთან ბრძოლას ქვეყანაში - ეს არის ქვეყნის განვითარების წინაშე მდგარი უდიდესი გამოწვევა.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სპეციალური სახელმწიფო პროექტების შემუშავება, რომლებიც გულისხმობს სიღარიბის დონის შემცირებას, სიღარიბის აღმოფხვრას. სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ჩვენ ყურადღებას დამწყები ბიზნესის მხარდაჭერაზე, სპეციალური ეკონომიკურ პროექტებზე სოფლად - მიკრო გრანტების პროექტებზე, პროექტზე „აწარმოე საქართველოში“, დამწყები ბიზნესების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებით რეგიონებში, რაც ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით.

ბიზნესის შექმნის ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ საბანკო სესხების სუბსიდირებას - მხოლოდ სასტარტო პერიოდში, რათა უარყოფითი გავლენა არ მოვახდინოთ კონკურენტულ გარემოზე. ასევე უნდა ვახსენო კომერციულ ბანკებთან ურთიერთობებში დამწყები ბიზნესების საგარანტიო ვალდებულებებში თანამონაწილეობა. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ახალ სფეროებში (ჰიდროპონიკა და წარმოების სხვა დარგები) უცხოელი ექსპერტების მოწვევა, დაფინანსება. ასე რომ, ლაპარაკია მთავრობის მხრიდან კომლექსურ ზომებზე, რომელთა მიზანიცაა, ზოგადად, ქვეყანაში სიღარიბისგან მომავალი რისკების მინიმიზაცია”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.