მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა m² -ის სამშენებლო კოლეჯის "კონსტრუქტ2" - ის მშენებლობის პროცესის დასკვნითი ნაწილი მოინახულა

5bee957df13d8
BM.GE
16.11.18 14:00
823
საქართველოს პრემიერ მინისტრმა - მამუკა ბახტაძემ ა/წ 16 ნოემბერს 10:00 საათზე ქ. ზესტაფონში „m² უძრავი ქონების“ სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ2“-ის მშენებლობის პროცესის დასკვნითი ნაწილი მოინახულა. ღონისძიებას დაესწრნენ m²-ის, „ბკ ქონსთრაქშენის“, ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. პროექტის იდეა სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობას უკავშირდება.

“კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონების” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციელისტებს მოამზადებს ყოველწლიურად. პროექტის ფარგლებში კოლეჯი 50- მდე აკადემიურ და 30 - მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს.

„სამშენებლო კოლეჯი, რომელიც 2019 წლიდან პირველ ნაკადს მიიღებს, m2 - ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებით სამშენებლო სფეროს განვითარების გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. კოლეჯი ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ; “ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენთან მოსულმა ადამიანებმა უმაღლესი სტანდარტის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და შრომის ბაზარზე უკონკურენტო სამუშაო ძალად იქცნენ. გვჯერა, რომ ძალიან მალე კოლეჯი საერთაშორისო მნიშვნელობის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია სამშენებლო სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის და ამასთან, დროული და საჭირო ნაბიჯი სფეროს განვითრებისთვის ქვეყანაში“ - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m2 - გენერალური დირექტორი.

დამატებითი ინფორმაცია:

“ბკ ქონსთრაქშენი” სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტ2”-ის თანადამფუძნებელია. “ბკ ქონსთრაქშენი” (რებრენდინგამდე ცნობილი როგორც “ბკ კაპიტალი”) m²-ის შვილობილი კომპანია გახდა 2017 წელს, როდესაც დეველოპერულმა კომპანია m²-მა სამშენებლო მენეჯმენტის მიმართულების განვითარება დაიწყო.