16.იანვარი.2016 15:21
ეკონომიკა

პრემიერმა გუბერნატორებთან ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

პრემიერმა გუბერნატორებთან ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
რეგიონებში არსებული პრობლემები და მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების სამუშაო შეხვედრაზე.
 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა თითოეული რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, რეგიონების განვითარების პერსპექტივებზე, ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, რამაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს.

საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, მათ შორის გაზიფიცირების, გზებისა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტებს. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მიზანს წარმოადგენს ყველა ოჯახის უზრუნველყოფა სასმელი წყლით და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის პრობლემებზე ზრუნვის მნიშვნელობას და რეგიონის ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

პრემიერ-მინისტრმა მოისმინა გუბერნატორების მოსაზრებები და წინადადებები სამომავლო გეგმების შესახებ, სამუშაო ფორმატთან დაკავშირებით და სახელისუფლებო შტოებთან კომუნიკაციის გაძლიერებაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.



20.ივლისი.2018 15:32
190

რა უჯდება სახელმწიფოს მაჟორიტარის ბიუროების შენახვა?

ვრცლად
20.ივლისი.2018 15:08
485

პროკურატურა ქუმსიშვილისა და ალავიძის გამოკითხვაზე განცხადებას აკეთებს

ვრცლად
20.ივლისი.2018 14:38
134

რეგულაციის გამო ტექნიკის ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს

ვრცლად
20.ივლისი.2018 14:10
99

რა ოდენობის ელექტრონული ნარჩენი წარმოიქმნება საქართველოში?

ვრცლად
20.ივლისი.2018 13:28
130

ღვინის ეროვნული სააგენტო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას პასუხობს

ვრცლად
20.ივლისი.2018 12:00
173

"როსპოტრებნადზორი" ქართულ ალკოჰოლურ სასმელებზე კონტროლს ამკაცრებს

ვრცლად