მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა და ესტონეთის ელჩმა საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელის დანერგვაზე იმსჯელეს

56b05875a9469
BM.GE
02.02.16 11:18
1195
საქართველოში საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელის დანერგვა და მმართველობის რეფორმა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ესტონეთის ელჩის, პრიიტ ტურკის შეხვედრის მთავარი თემები.
 
საგადასახადო რეფორმის პროცესში საქართველოს აქტიურ დახმარებას უწევენ ესტონელი ექსპერტები, რისთვისაც პრემიერმა ელჩს მადლობა გადაუხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ასევე ისაუბრეს მთავრობის რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების - მმართველობის რეფორმის შესახებ, რომელიც გამჭვირვალობის ზრდას და, მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.