მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა და COSCO Shipping-ის თავმჯდომარემ საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს

5c473e7f2976a
თელარა გელანტია
22.01.19 20:16
554
საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კორპორაცია COSCO Shipping-ის თავმჯდომარე სიუ ლიჟონგმა შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ტვირთების მოძრაობის ალტერნატიული, სწრაფი და უსაფრთხო მარშრუტი იქნება.

„კორპორაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრება და მისასალმებელია, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით.

COSCO Shipping-ის მხრიდან გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და საზღვაო გადაზიდვების სფეროში საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესწავლის მზადყოფნა.

ჩინეთის მსხვილი სახელმწიფო კორპორაცია COSCO Shipping-ი, რომლის სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს, მიწოდების ჯაჭვისა და ტრანსპორტირების ინდუსტრიაში საქმიანობს. მისი წლიური შემოსავალი 14 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 21 ათასს აღემატება“ - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.